დუბაიში -ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა

დუბაიში -ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

“დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან დრონით თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი წარმატებით არის ლიკვიდირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.