“დუბაის შოკოლადის” ეფექტი – საქართველოში ფსტის იმპორტი 766%-ით გაიზარდა

საქართველომ 2024 წლის იანვარ-ივლისში 2 809 ტონა ფსტა შეიძინა, რაშიც 13.8 მლნ დოლარი გადაიხადა. მონაცემები გასული წლის საანგარიშო პერიოდს თანხაში 766.2%-ით აღემატება, ოდენობაში კი, 99.7%-ით.
რაც შეეხება ზრდის მაჩვენებელს ერთი თვის ჭრილში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ივლისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ფსტის იმპორტი 139.1 ათასი დოლარიდან, 3.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ზრდის ასეთი, მასშტაბური მაჩვენებელი მეტად სავარაუდოა, რომ ტრენდად ქცეული ე.წ დუბაის შოკოლადის ეფექტია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სწორედ ფსტაა.
იმპორტის 88.4% აშშ-ზე მოდის. 2024 წლის 7 თვეში -5 იმპორტიორის ჩამონათვალი კი, შემდეგია:
· აშშ – 12.2 მლნ აშშ დოლარის 1 915 ტონა;
· თურქეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 726.6 ტონა;
· ბელგია – 149.6 ათასი აშშ დოლარის 19.9 ტონა;
· ირანი – 128.7 ათასი აშშ დოლარის 143 ტონა;
· ესპანეთი – 32.8 ათასი აშშ დოლარის 3.6 ტონა.
წყარო: bm.ge