დუბაის აეროპორტი გაფართოებაში $34.8 მილიარდს დახარჯავს

დუბაის ხელისუფლება 128 მილიარდ დირჰემს (34,8 მილიარდი დოლარი) გამოყოფს ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 260 მილიონი მგზავრი იქნება, რაც ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე დიდია.
ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ალ-მაკტუმის აეროპორტი ხუთჯერ აღემატება დუბაის ამჟამინდელ საერთაშორისო აეროპორტს.
პროექტის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 10 წელიწადში იქნება მზად და წელიწადში 150 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალი ქალაქს მეტროს ხაზით, ავტობუსის მარშრუტებით, ასევე საქალაქო საჰაერო ტრანსპორტით დაუკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ