Galt & Taggart-ის 2023 წლის ლუდის ბაზრდის კვლევის მიხედვით, ექსპორტზე ლუდის ჯამური წარმოების მხოლოდ 4% გადის, მოთხოვნა გაზრდილია ყაზახეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან.
2023 წელს საქართველოში წარმოებული ლუდი 28 ქვეყანაში გავიდა. ორგანიზაციის პროგნოზით, წლის ბოლომდე ექსპორტი სავარაუდოდ $8.5 მლნ მიაღწევს.
„2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ლუდის ექსპორტი ყაზახეთში, ყირგიზეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში.
ამ ქვეყნებში ლუდს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობდნენ, 2022 წლიდან რუსეთი ჩანაცვლდა ქართული წარმოების საერთაშორისო ბრენდებით,“ – ნათქვამია კვლევაში.
ლუდის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (აშშ დოლარი) 2023 წლის 11 თვის მონაცემებით ასე ნაწილდება:
· ყაზახეთი – 40.6%;
· რუსეთი – 12.8%;
· სომხეთი – 8.9%;
· ჩინეთი – 6.1%;
· აზერბაიჯანი – 5.9%;
· ყირგიზეთი – 5.2%;
· სხვები – 20.5%.