“დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!” – აიტი სპეციალისტები მესამე დღეა ქუჩაში არიან

ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც. აიტი სპეციალისტები უკვე მესამე დღეა ქუჩაში არიან გამოსულები. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
პირველ რიგში, აქ შეკრებილი ყველა ადამიანის მთავარი სამსახური არის სამშობლოს სამსახური. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული. „ქართული ოცნება“ რა ნარატივსაც ატარებს, თითოეულ ადამიანის ემუქრება საფრთხე. ქუჩაში რომ გამოვდივარ, არ ვიცი სახლში მივალ თუ არა. ვიღაცის ეჭვის გამო შეიძლება დამიჭირონ, იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ შეიძლება დანაშაული ჩავიდინო. დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!, – ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში