“დროშა ჩვენი დასაცავია, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს” – პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის დღე აღნიშნეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში სიმბოლურად აღიმართა სახელმწიფო დროშა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, .
„ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს არის სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის – იმისი, რისთვისაც ძალიან ბევრი, ძალიან დიდხანს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენთვის წარმოადგენდეს სწორედ ამ ხვალინდელი დღის იმედს. დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში.
“დროშა არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს”, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხალხის ერთობის გარეშე “[დროშა] თავის ძალას კარგავს” და ამიტომ “ყველაფრის მიუხედავად” – აუცილებლად მისაღწევია “ხალხის ერთობა”.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო დროშა „წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს – მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ“.
„ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი დიდი ძლიერი ერთიანობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველას ევალება დროშის პატივისცემა, დაცვა და ახალგაზრდების ვალია – საქართველოს დროშა მიიტანონ „იქ, სადაც საქართველოს მომავალია“ და არავის მისცენ უფლება, რომ „ამ დროშის ქვეშ რა ფასეულობებიც არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი“. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რას შეეხებოდა მისი მინიშნება. „თქვენ ყველას გესმით, დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად“, – თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა მადლიერება გამოხატა ჯარისკაცებისა და სპორტსმენების მიმართ, რომლებიც სახელმწიფო დროშის ქვეშ პირნათლად ასრულებენ თავიან საქმეს და ასახელებენ ქვეყანას.
14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე უკვე მეთორმეტედ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა