დრონით თავდასხმა რუსეთზე

17 თებერვლის ღამეს, დრონებმა რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე ობიექტს შეუტიეს, მათ შორის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც თავდასხმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

დღეს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა.

„თავდასხმის შედეგად ავზი დაზიანდა. ხანძრის ფართობი დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო საფრთხის გამო, კრასნოდარის, სოჭის და გელენჯიკის აეროპორტებმა მუშაობა მინიმუმ ოთხი საათით შეაჩერეს. განგაშის სირენები ასევე ნოვოროსიისკსა და ყუბანის სლავიანსკში გაისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?