დრონებმა ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს – ერთი ესტონეთში ელექტროსადგურს შეეჯახა

დრონებმა ესტონეთისა და ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ხელისუფლების თქმით, დაშავებულები არ არიან.
ერთ-ერთი დრონი, რომელიც ადგილობრივი უწყებების თქმით რუსეთიდან შეცდომით შემოიჭრა, აუვერის ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა.
სახელმწიფო პროკურორმა განაცხადა, რომ დრონი ესტონეთისკენ არ იყო მიმართული და გამოძიება დაადგენს კონკრეტულ გარემოებებს.
ლატვიაში კი თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დრონი საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, რუსეთის საზღვართანვე ახლოს ჩამოვარდა და, შესაძლოა, აფეთქდა. ლატვიის პრემიერმინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დრონი უკრაინული იყო.
სახელმწიფო პოლიცია, სასაზღვრო დაცვა და სამხედროები იძიებენ ლატვიის აღმოსავლეთ რეგიონ კრასლავასთან ახლოს მდებარე ტერიტორიას. განცხადების თანახმად, არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.