“დრონების წარმოების გაცილებით უფრო მაღალ ნიშნულს უნდა მივაღწიოთ” – ზელენსკიმ სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა. მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯების გადადგმა და -სთან ურთიერთობაში “უფრო პოზიტიური დინამიკა” არის საჭირო.
ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
“ცვლილება სახელმწიფო ინსტიტუტებში. ს აშშ-სთან ურთიერთობებში უფრო პოზიტიური დინამიკა სჭირდება და, ამავდროულად, საჭიროა ახალი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს მართვაში. შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება”. – წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მეტი დრონი უნდა შეიძინოს და დრონების წარმოება უნდა გაზარდოს. მისივე თქმით, ამ მხრივ ევროპელ პარტნიორებთან დაფინანსებაზე მუშაობენ.
“ამ წელს დრონების წარმოებისა და ჯარისკაცებისთვის მიწოდების გაცილებით უფრო მაღალ ნიშნულს უნდა მივაღწიოთ, ვიდრე იგეგმებოდა. ასევე ვამზადებთ არასტანდარტულ ნაბიჯებს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად, ამგვარი დახმარების გეოგრაფიას ვაფართოებთ”. – წერს ზელენსკი.
tabula.ge