დრონების იერიშის შედეგად კურსკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა – რეგიონის გუბერნატორი

29 ივნისის ღამეს „უკრაინული კოპტერი“ თავს დაესხა საცხოვრებელ კორპუსს კურსკის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. სმირნოვმა განმარტა, რომ დარტყმის სამიზნე იყო სოფელ გოროდიშჩეში მდებარე სახლი. დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ს თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია კონკრეტული ცნობა კურსკის რაიონშიც დრონების განადგურების შესახებ. სააგენტო წერს, რომ ორი დრონი ღამით ჩამოაგდეს ტვერის რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში, თითო ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.
· რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის მიმდებარე რუსეთის რეგიონები რეგულარულად იბომბება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება მხოლოდ უკრაინის თავდასხმების “ჩახშობასა” და რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ რაკეტებსა და თვითმფრინავებზე. დრონების იერიშებს ახლავს ნგრევა და მსხვერპლი. უმეტეს შემთხვევაში ამ ანგარიშებზე კომენტარს არ აკეთებს.
· კვირას სევასტოპოლზე, დაბა უძკუევკაში მომხდარ თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.
· უჩკუევკაში დაღუპულთა გამო ანექსირებულ ყირიმში 24 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
· რუსეთმა მომხდარში უკრაინა და დაადანაშაულა და დემარში გამოუცხადა აშშ-ის ელჩს რუსეთში, ლინ ტრეისის.
· 24 ივნისს საღამოს რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში მიიტანა. მხოლოდ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვას 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”