დრონების გამო დანიაში დროებით დახურეს ოლბორგის აეროპორტი

დანიის ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით დაეხურა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ოლბორგის აერპორტი მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში დრონები დააფიქსირეს.
ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე ინციდენტია. 22 სექტემბერს დრონების გამო მუშაობა შეაჩერა კოპენჰაგენის აეროპორტმაც.
ქალაქ ოლბორგის აეროპორტის მახლობლად დრონები 24 სექტემბერს, ღამით დააფიქსირეს. ამ აეროპორტს დანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც იყენებენ. პოლიციის თანახმად, დრონების რაოდენობა ერთზე მეტი იყო. დაწყებულია გამოძიება.
ადგილობრივი პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა იესპერ მადსენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ კომენტარს, თუ რა მიზანი ჰქონდა დრონების გამოჩენას და ვერაფერს იტყვიან იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამის უკან.
ოლბორგის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება რამდენიმე საათით შეაჩერა. BBC-ს ცნობით, დრონების გამოჩენის შესახებ განაცხადა დანიის სამხრეთში მდებარე სამმა, შედარებით მცირე აეროპორტმაც, თუმცა მუშაობა არ შეუჩერებიათ.
22 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტის რაიონში დრონების დაფიქსირების გამო ასამდე რეისი გაუქმდა, გადაიდო, ან სხვა აეროპორტებისკენ გაიგზავნა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ეს იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა. დანიის მთავრობა ინციდენტთან ს კავშირს არ გამორიცხავს. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
22 სექტემბერს დრონების გამო დროებით დაიხურა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს აეროპორტიც. დანიის და ნორვეგიის სამართალდამცავები თანამშრომლობენ იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს ორი ინციდენტი.
ბოლო დღეებში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს თავიანთი საჰაერო სივრცის დარღვევაში.
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ოცამდე დრონი შეიჭრა და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. ს ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლები შევიდნენ. თავისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადა რუმინეთმაც. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
პოლონეთმა და ესტონეთმა ნატოელ პარტნიორებთან კონსულტაციები მოითხოვეს. 23 სექტემბერს ნატომ რუსეთი გააფრთხილა, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს ნებისმიერი შემდგომი დარღვევისგან საჰაერო სივრცის დასაცავად.
ფორუმი