დრონებით შეტევის შედეგად ვოლგოგრადის ოლქში ხანძარი გაუჩნდა სავარაუდოდ,„ლუკოილის“ ქარხანას

ს ვოლგოგრადის ოლქის კოტოვოს რაიონში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.
9 ოქტომბერს, ღამის სამი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები „უპილოტოების მასირებულ შეტევას იგერიებენ“.
გუბერნატორის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კოტოვოს რაიონში დაზიანდა საქვაბის შენობა და ხანძარი გაჩნდა „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“. ბოჩაროვს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები იწვის.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების ცნობით, დრონების სამიზნე იყო ქალაქ კოტოვოში მდებარე გაზგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს საწარმოც „ლუკოილის“ მფლობელობაშია.
რუსეთთან ომში მყოფ ს ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა