დრონებით შეტევა იყო ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

14 აგვისტოს აფეთქებები იყო ს ქალაქ ვოლგოგრადში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ქარხნის მფლობელია კომპანია „ლუკოილი“.
გამთენიისას ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.
ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“. გუბერნატორის თანახმად, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ქარხანაში ნავთობპროდუქტები დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 31 იანვარს და 3 თებერვალსაც. მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამ დარტყმების შედეგად ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი