დრონებით შეტევა იყო ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალზე

გასულ ღამით აფეთქებები იყო ს მიერ ანექსირებული ს ქალაქ ფეოდოსიაში. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ, რომ დრონებმა შეუტიეს ფეოდოსიის ნავთობტერმინალს.
ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა სულ მცირე სამ რეზერვუარს.
ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და ხანძარი 13 ოქტომბერს, ღამის პირველი საათისთვის დაადასტურა ანექსირებული ს ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაშავებულები არ არიან და ადგილზე „ყველა პროფილური სამსახური მუშაობს“.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე შეტევა მიიტანეს 6 ოქტომბერსაც.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როცა ფეოდოსიის ნავთობტერმინალს პუტინის დაბადების დღის წინ, 6 ოქტომბერს დაარტყეს და ყირიმის რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდარზე არაფერი უთქვამთ მთელი ოთხი დღის განმავლობაში, ახლა აქსიონოვმა ინფორმაცია სწრაფად გაავრცელა. ტელეგრამ-არხის თანახმად, წინა შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს სწორედ ოთხი დღის განმავლობაში აქრობდნენ.
რუსეთთან ომში მყოფ ს ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
ფორუმი