დრონებით რუსეთის იერიშებს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით, იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია ხუთი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით თავდასხმის დროს დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც.
გამთენიისას, ლანცენტის ტიპის დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსს სუმის რეგიონში. აფეთქების შედეგად დედა, მისი ორი ვაჟი და კიდევ ორი ნათესავი, ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია დაღუპულების შესახებ უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამში“ გაავრცელა.
იერიშებისთვის რუსეთმა ტრადიციულად გამოიყენა, ირანული წარმოების შაჰედის დრონებიც. უკრაინელი სამხედროების ცნობით ს მიერ გაშვებული 23 დრონის განადგურება წარმატებით შეძლეს.
იერიში განხორციელდა კრემენჩუკშიც, სადაც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. უცნობია, ეს რუსული დრონის პირდაპირი შეტევის შედეგი იყო, თუ შენობას უკრაინელების მიერ განადგურებული დრონის ნამსხვრევები დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს