დრონებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის ენერგოობიექტებზე

5 ნოემბერს, დღისით იაროსლავის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად რეგიონის ორ რაიონში „უმნიშვნელოდ დაზიანდა“ ნავთობის საქაჩი სადგურები. გუბერნატორს კონკრეტული რაიონები არ დაუსახელებია.
დილით ვლადიმირის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ავდეევი იუწყებოდა, რომ დრონებით შეტევა იყო „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ვლადიმირის გარეუბანში. ავდეევს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. რამდენიმე დღით ადრე, 31 ოქტომბერს ქალაქ ვლადიმირში დრონებით შეტევა იყო ელექტროქვესადგურზე.
გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ორიოლშიც. ტელეგრამ-არხი ASTRA სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე წერდა, რომ ქალაქის იმ რაიონში, სადაც აფეთქებები მოხდა, ორიოლის თბოელექტროსადგური მდებარეობს. ამ სადგურზე დრონებით შეტევა იყო 31 ოქტომბერსაც.
ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა 5 ნოემბერს ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინული „რეაქტიული“ დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ორიოლში დაზიანდა 8 სახლი. კლიჩკოვს არაფერი უთქვამს თბოელექტროსადგურის შესახებ.
უკრაინას რუსეთის ენერგოობიექტებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
თავად უკრაინის ენერგოობიექტებს რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. ამ ობიექტების დაზიანების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს. შეზღუდულია გათბობით და წყლით მომარაგებაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ