დრონებით მორიგი შეტევა იყო როსტოვის ოლქის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევა იყო ს როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
6 ივნისს, ღამის სამი საათის შემდეგ, რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარია, რომელსაც 15 ერთეული ტექნიკით აქრობს 120 მეხანძრე. მოგვიანებით გოლუბევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევის გამო ხანძრის ქრობის პროცესი დროებით შეაჩერეს. გამთენიისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.
ნოვოშახტინსკში, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქს ესაზღვრება, მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ის რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია.
2022 წლის ზაფხულიდან ამ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო. სულ ბოლოს 2024 წლის მარტსა და აპრილში. მარტში, დრონებით დარტყმის შემდეგ, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა გოლუბევმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“.
მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთთან ომში მყოფ ს ეს ობიექტები სამიზნედ აქვს გამოცხადებული.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ