დრონებით თავდასხმის გამო, ს თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

დრონებით თავდასხმის გამო, ს თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია.
ფაშინიანის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის ოლქის თავზე დაფრინავდა, რის შემდეგაც პულკოვოს აეროპორტში გადაამისამართეს.
ს მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.
ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.