დროების ჟურნალისტს თიკო ერაძეს ქართული ოცნების პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა. აკრედიტაცია ჟურნალისტს ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ჭიჭინაძის ჩივილის საფუძველზე შეუჩერდა.
ცნობაში, რომელიც ერაძემ მიიღო, ნათქვამია, რომ 2025 წლის 12 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ჟურნალისტმა “ნებართვის გარეშე” გადაიღო ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი.
თიკო ერაძის თქმით, გადაღებულ კადრებში არანაირი პირადი ინფორმაცია ან მიმოწერა არ ჩანს.




