დროების ოპერატორს, ნიკა პატარაიას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ფორმულას თანამშრომელს, დროების ოპერატორს ნიკა პატარაიას, გზის გადაკეტვის საბაბით, 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მან დილით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო ფორმულას ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის იზოლატორიდან გამოსვლის კადრები.
24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას. პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.