დროების ოპერატორი ნიკა პატარაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას თანამშრომელი, დროების ოპერატორი ნიკა პატარაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
ნიკა პატარაიას შვილის, თიკა პატარაიას ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვეღარ გადიან.

დღეს მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო, როგორ დატოვა ფორმულას ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი.

24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას. პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.