დღეს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრ გივი მიქანაძეს მოუსმენენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები“.
სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
