დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება | პანსიონატი “შიცკვარა” რუს ბიზნესმენს მიჰყიდეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი ამჯერად შესაძლოა ეშერაში დაიწყოს.

საუბარია პანსიონატ “შიცკვარაზე”, რომელიც ჯერ ს სახელმწიფო კომპანიას გადაეცა, შემდეგ კი ამ კომპანიამ ის ხაბაროვსკელ ბიზნესმენზე გაყიდა.

ობიექტი, რომლის ფართობიც 3 ჰექტარია, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. პანსიონატი რუს ბიზნესმენს 11 მილიონი რუბლი დაუჯდა. ახლა კი ის ადგილობრივებს სასამართლოში ედავება და მათ მიწის ნაკვეთების დასაკუთრებას აპირებს. ბიზნესმენმა უკვე მიისაკუთრა გზა, რომელიც პანსიონატამდე მიდის.

აფხაზური მედია ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.