დროებითი ჯებირის საქმეზე დაკავებულები გათავისუფლდნენ

დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები, 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 24 წლის საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან. წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ მათ ლაითურის ციხე დღეს, 14 ნოემბერს დატოვეს.
ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ედავებოდა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას – საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირი ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული ჯამში 400-ლარიანი ზიანისთვის მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.
თავდაპირველად, ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი წარდგენილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდნენ – ამბობდნენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას. ადვოკატები მოითხოვდნენ, ერთი მხრივ, მათ ბრალდებას მოეხსნას ჯგუფურობის კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი, მოსამართლემ გაითვალისწინოს ბრალდებულთა ასაკი, კონტექსტი, წარსული საქმიანობა და განუსაზღვროს მიყენებული ზიანისა და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისი სასჯელი.
საბოლოოდ, 2025 წლის 20 იანვარს, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს – მათ წარდგენილი ბრალი სრულად აღიარეს, სანაცვლოდ კი სასჯელის სახედ მხოლოდ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. ქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი — სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
საპროცესო მათ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაუფორმეს, შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ მათ ციხეში კიდევ 10 თვე გაატარეს და დღეს გათავისუფლდნენ.