დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე სხდომა ისევ გადაიდო

ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ მოსამართლის, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამავე მიზეზით გადაიდო სხდომა 11 ნოემბერსაც.
დაკავებულების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სხდომა, რომელიც დღეს, 16:30 საათზე იყო ჩანიშნული, ხვალ, 22 ნოემბრის 16:00 საათისთვის გადაიდო. მისი თქმით, სხდომის გადადების საფუძველი მისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ.
სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა – ხვალ, იმ შემთხვევაში თუ სხდომა ისევ არ გადაიდება, სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს განიხილავს.
19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად. სხვისი ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული 400-ლარიანი ჯებირია, რომელიც უწყებას პარლამენტის შესასვლელთან ჰქონდა დამაგრებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა