დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურის გავლით ღაზის სექტორში შევიდა, დიდ ნაწილს საწყობებამდე არ მიუღწევია.
გაერო-ს განცხადებით, გასულ პარასკევს მისმა კონტრაქტორებმა ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურიდან დეირ ელ ბალაჰში მდებარე საწყობში გადაიტანეს, ხოლო კვირას და ორშაბათს გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღია.
შეგახსენებთ, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა გასულ ხუთშაბათს დაასრულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…