„დროა“ 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს – იურისტი

„2021 წელს თვითმმართველობის ს შემდეგ საჩივრები შეგვქონდა სასამართლოში უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. აღსრულების ეროვნულ ბიუროში რომ გავარკვიეთ რატომ დაგვაყადაღეს, მიზეზი ის იყო, რომ 50 ლარი გაქვთ ბაჟი გადასახდელიო. ეს არის ნაძალადევის ოლქის საჩივრების გამო. ოღონდ ჩვენ მსგავსი შეტყობინება არ მიგვიღია, რომ გადასახდელი გვქონდა ეს თანხა და პირდაპირ აღსრულებაზე წავიდნენ. თან დღეს ელენეს პირადი ანგარიშებიც დააყადაღეს და დაემთხვა, რომ ასე პარტიის ანგარიშიც 4 წლის წინანდელი საჩივრის გამო დააყადაღეს.
ჩვენ მაშინ თბილისის ათივე ოლქი გვქონდა გასაჩივრებული და ეს არის ნაძალადევის ოლქის და კიდევ იქნება დამატებით 9 ოლქის [გადასახდელი] გადმოგზავნილი სასამართლოდან და წარმოებას ახლა დაიწყებენ. ჯერ არ ვიცით ჯამში რა თანხა აქვს პარტიას გადასახდელი, სავარაუდოდ, იმ 9 ოლქის საჩივარზეც 50 ლარი იქნება.
უბრალოდ, ჯერ არის ნებაყოფლობით აღსრულება, რა ეტაპიც ჯერ არ გაუვლიათ ანუ ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ, რომ მსგავსი თანხა იყო გადასახდელი და ჯერ არ მინახავს სასამართლოს აქტი, რამდენად სწორად არის იურიდიულად ეს თანხა დაკისრებული. ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. საერთოდ სასაცილოა, რომ 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გამო ახლა შეუტყობინებლად გაყადაღებენ“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ქეთი ბარბაქაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყადაღა „დროას“ ანგარიშებს ადევს, რადგან პარტიას ქონება არ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“