“დროა, ცოლი და შვილები გყავდეს” – იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა

UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ამბობს, რომ რემატჩი უნდა შედგეს. თავად რუსი სამშობლოში დაბრუნდა და საჩემპიონო ქამარი ეკატენიბურგში ჩაიტანა.
7 დეკემბერს გამართული ბრძოლის შემდეგ, მერაბთან შესაძლო რემატჩის შესახებ დასმულ კითხვას იანმა ხუმრობით უპასუხა: “დვალიშვილმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და ამაზე მერე ვიფიქრებ”.
ხუმრობა ახლა სოციალურ ქსელში მერაბის გავრცელებულ პოსტზეც გაგრძელდა, სადაც დვალიშვილის პოსტზე ეწერა: “მერაბი იანის წინააღმდეგ – ანგარიშია 1:1. კითხვა: რა მოხდება 2026 წელს?”.
“მეგობარო, დროა 2026 წელს ცოლი და შვილები გყავდეს”, – უპასუხა იანმა.
“მეგობარო, ვეძებ!”, – იყო დვალიშვილის პასუხი.
“სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ, მალე შევხვდებით”, – ეს კი უკვე იანის პასუხია.
“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
[VIDEO] “ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ… საქართველოს გაუმარჯოს!” – დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
“ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს” – იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
“შოუს დადგმა ვცადე” – დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
“ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს” – იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
[VIDEO] “ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ… საქართველოს გაუმარჯოს!” – დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
“ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!” – დვალიშვილის პრესკონფერენცია