დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი მოითხოვონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა“.
„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს?..„ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
ს საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მ, განაცხადა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
ცნობისთვის, ღირსების ორდენზე წარსადგენად მთავრობის მიერ შერჩეული -ს მაღალჩინოსნების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებული არიან