დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტობა ჩვენი მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ – მედვედევი

(მარცხნივ), ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი “ტოლერანტული დამოკიდებულება” მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
“დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის “ქვეყანა 404” []” – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იყო კმაყოფილი ერევნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებით.