„დროა“ – რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო

საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე – ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო,- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირის დაკავებას.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.
„საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.
პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.
ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ბოლომდე!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უფრო კონკრეტულად, -ს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.