დროა: პრობლემაა თვითმმართველობის არჩევნებზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა

პარტია დროა განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სტრატეგიულ პრობლემად მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო პოზიციის არარსებობას.
ამასთან, პარტია აღნიშნავს, რომ როგორც საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, ასევე პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის კოორდინირებულ ძალისხმევას მხარს უჭერს.
“პროდასავლური პარტიების შეთანხმებული მუშაობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, პარტია დროასთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს.
სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი ს ბოიკოტი დღესვე, არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად და ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაციისთვის.
ამ საკითხზე საერთო პოლიტიკური პოზიცია კი უმნიშვნელოვანესია პარტიებს შორის სტრატეგიული ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.