დროა: მატჩამდე პოლიციამ უარი თქვა პარლამენტის წინ ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით

პარტია დროა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო-სომხეთის მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ “მოგონილი მიზეზით” უარი თქვა პარლამენტის წინ, შეკრებილი მომიტინგეებისთვის ეკრანის დადგმაზე.

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებისთვის ეკრანის დადგმა იყო დაგეგმილი, რათა მათ საქართველოსა და სომხეთს შორის ერთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ენახათ.

“მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით.
დროის სიმცირის გამო ტექნიკურად შეუძლებელია პრობლემის გადაწყვეტა.

ე.წ. პოლიცია დაემუქრა სატვირთო მანქანის მძღოლს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, მას ავტომობილს ჩამოართმევდნენ.

გვინდა ვუთხრათ -ს, რომ აღარასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოგონილი მიზეზებით გაწელონ საპროტესტო კონსტრუქციის აწყობა და ამ გზით უკანონოდ არ მოგვცენ რუსთაველის გამზირზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას საპროტესტო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა.

ბოდიშს ვუხდით იმ მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ეკრანს ელოდებოდნენ”. – წერს დროა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ