პარტია დროა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო-სომხეთის მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ “მოგონილი მიზეზით” მათ უფლება არ მისცა პარლამენტის წინ, შეკრებილი მომიტინგეებისთვის ეკრანის დაედგათ.
“მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით.
დროის სიმცირის გამო ტექნიკურად შეუძლებელია პრობლემის გადაწყვეტა.
ე.წ. პოლიცია დაემუქრა სატვირთო მანქანის მძღოლს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, მას ავტომობილს ჩამოართმევდნენ.
გვინდა ვუთხრათ შსს-ს, რომ აღარასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოგონილი მიზეზებით გაწელონ საპროტესტო კონსტრუქციის აწყობა და ამ გზით უკანონოდ არ მოგვცენ რუსთაველის გამზირზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას საპროტესტო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა.
ბოდიშს ვუხდით იმ მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ეკრანს ელოდებოდნენ”, – წერს პარტია.
