„დროა“ – მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით

[საქართველო-სომხეთის] მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით, – ამის შესახებ „დროას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„დროის სიმცირის გამო ტექნიკურად შეუძლებელია პრობლემის გადაწყვეტა.
ე.წ. პოლიცია დაემუქრა სატვირთო მანქანის მძღოლს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, მას ავტომობილს ჩამოართმევდნენ.
გვინდა, ვუთხრათ -ს, რომ აღარასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოგონილი მიზეზებით გაწელონ საპროტესტო კონსტრუქციის აწყობა და ამ გზით უკანონოდ არ მოგვცენ რუსთაველის გამზირზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას საპროტესტო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა.
ბოდიშს ვუხდით იმ მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ეკრანს ელოდებოდნენ”, – აღნიშნულია „დროას“ ინფორმაციაში.
მანამდე, „დროამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე დადგამდა ეკრანს, სადაც საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს