დროა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეათანხმონ ღონისძიებების პაკეტი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის წინააღმდეგ – რასმუსენი

“დროა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეათანხმონ ღონისძიებების პაკეტი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მათ შორის მიზნობრივი სანქციები და ვიზიტებზე შეზღუდვები, – ამის შესახებ წერს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
“მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ 2020 წელს ყალბი ჩაატარა, ევროკავშირს კვირები დასჭირდა სანქციების შესათანხმებლად. ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ განხეთქილების სიგნალი თბილისს – არც ხელისუფლებას და არც პროტესტის მონაწილეებს.”, – წერს რასმუსენი.