დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, განადგურდეს „ჩრდილოვანი არმია“, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ანაზღაურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან იღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია