„დროა, -ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ” – სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დროა ადმინისტრაციამ -ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს.
“ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე. ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას”, – წერია განცხადებაში. (მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა