„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს

პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, დააკავეს.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, ს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა სოფო ჯაფარიძეს.
ipn.ge