„დროას“ ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ.
პარტიის ინფორმაციით, მომხდარის დროს ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მარიამ სიჭინავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა.
ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!
არა რუსულ რეჟიმს!“, – ნათქვამია განცხადებაში.
მარიამ სიჭინავა კლინიკაშია გადაყვანილი.