პარტია „დროას“ განცხადებით, მათ წევრ მარიამ სიჭინავას გუშინ, 2 ივნისს, ზუგდიდში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ.
როგორც „დროაში“ აცხადებენ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!“ — ამბობენ პარტიაში.
„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.