დრესინგების რეიტინგში ქართული ფხალი, ისპანახი და აჯიკა მოხვდა – TasteAtlas

ტრადიციული საკვების მსოფლიოში ავტორიტეტული ონლაინ გზამკვლევი Tasteatlas-ი დრესინგების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ქართული ფხალი, ისპანახი და აჯიკა მოხვდა.
რეიტინგში ქართული ფხლის ნაკრებმა 5-დან 4.3 ქულა აიღო და 26-ე ადგილზეა, 30-ზეა ისპანახის ფხალი 4.3 ქულით, 36-ზე აჯიკა 4.2 ქულით.
პირველ ადგილზე ლიბანური ნივრის Toum-ია, მეორეზე – პერუს Aji criolloდა მესამეზე – სერბული მწარე წიწაკის დრესინგი Leskovački domaći ajvar-ია.
გამოცემა წერს, რომ ფხალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც მზადდება ისეთი ფოთლოვანი ბოსტნეულისგან, როგორიცაა ისპანახი, ჭარხალი, კომბოსტო ან ჭინჭარი, რომელსაც აზავებენ ნიგვზით ან თხილით და ამატებენ ძმარს, ნიორს, ხახვს და ახალ მწვანილს. ამ უნიკალური ნაზავს ბროწეულის მარცვლებით მორთული.
Tasteatlas ქართული აჯიკაზე წერს, რომ ის ცხარე და პიკანტური ქართული პასტაა, რომელიც ცხარე წიწაკით, ნივრით, ნიგვზით, ახალი მწვანილითა და სხვა სანელებლებით მზადდება. ის ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც არომატიზატორი სხვადასხვა ხორცისა და თევზის კერძებისთვის. აჯიკა ჩვეულებრივ წითელი ფერისაა, მაგრამ ის შეიძლება იყოს მწვანეც, თუ მომზადებულია მწვანე წიწაკით.