დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ამოაჩინეს, გამოცხადდა მასშტაბური ევაკუაცია

გერმანიის ქალაქ დრეზდენში 18 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250-კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს.

Deutsche Welle-ს ცნობით, მდინარე ელბის ნაპირზე ნაპოვნი იყო ორი საეჭვო ობიექტი. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ბრიტანული ბომბი.

გამოცემის მიხედვით, ეს დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.

გასულ წელს იგივე ტერიოტორიაზე ოთხი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც აგვისტოში 17 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დრეზდენი 1945 წლის თებერვალში მოკავშირეების მასშტაბური საჰაერო რეიდების შედეგად დაიბომბა. ამ თავდასხმების დროს 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ქალაქის ცენტრის დაახლოებით 90% განადგურდა.