დრამა “სტემფორდ ბრიჯზე” – “ჩელსიმ” და “სიტიმ” უხვგოლიან დაპირისპირებაში ქულები გაიყვეს [VIDEO]

პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.
მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 25-ე წუთზე “ქალაქელები” თერთმეტმეტრიანით ერლინ ჰოლანმა დააწინაურა.
გატანილი გოლიდან 4 წუთში სხვაობა ტიაგო სილვამ აღადგინა. 37-ე წუთზე კი რაჰიმ სტერლინგმა გოლი ყოფილ გუნდს გაუტანა და “ლურჯები” წინ გაიყვანა.
ტაიმის მიწურულს აკანჯიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარში ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა და “სიტი” დაწინაურდა. 67-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმა დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა.
86-ე წუთზე როდრიმ “ქალაქელები” დააწინაურა, 90+5 წუთზე კი კოულ
პალმერმა ყოფილ გუნდს გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-10 ადგილზეა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მორიგ მატჩს 25 ნოემბერს, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს.
“მანჩესტერ სიტი” 28 ქულით პირველ ადგილზეა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი 25 ნოემბერს “ლივერპულს” დაუპირისპირდება.