დრამა “მესტალიაზე” – “რეალი” მიიჩნევს, რომ გამარჯვება მოპარეს

ლა ლიგის 27-ე ტურში “ვალენსიასა” და “რეალის” მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის – მან 3 დარტყმა მოიგერია. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე თამაში დაასრულა. “სამეფო გუნდის” აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბრათი უჩვენა.
ვალენსია – რეალი 2:2