დრამა “ენფილდზე” – “ლივერპულმა” და “სიტიმ” ქულები გაიყვეს, “არსენალი” გალიდერდა

პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას გვარდიოლას გუნდი ფლობდა და 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა “ქალაქელები” დააწინაურა.
მეორე ნახევარში “მერსისაიდელები” გააქტიურდნენ, 49-ე წუთზე ედერსონი გამოსვლაზე შეცდა და “სიტის” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ალექსის მაკ ალისტერმა აქცია.
დარჩენილ დროში გუნდებმა არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
ამრიგად, “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს კი “არსენალი” და “ლივერპული” 64 ქულით იყოფენ.
“სქაუზერები” მორიგი
ტურის მატჩს 17 მარტს, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავენ. “მანჩესტერ სიტი” 31 მარტს, “არსენალს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში