დრამა და 101-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი – მეგა მატჩი სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი ურუგვაიში, სტადიონ “სენტენარიოზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კოლუმბია დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველ ტაიმში თავი კოლუმბიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, კუინტერომ გამოიჩინა, ამას მოჰყვა დევინსონ სანჩესის ავტოგოლი და როდრიგო აგუირეს შედეგიანი გასროლა, შემდეგ იყო ადრეს გომეშის 96-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი, თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო ,თუმცა მანუელ უგარტემ მსაჯის მიერ დამატებულ მე-11 წუთზე საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ურუგვაი 20 ნოემბერს ბრაზილიას ესტუმრება, კოლუმბია ამავე რიცხვში ეკვადორს უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში