დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება – აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!

დრამატული ფინალი ვნახეთ რაბათში! აფრიკის ერთა თასზე სენეგალმა, თავსხმა წვიმაში, გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო მაროკოს და მეორედ მოიგო პრესტიჟული ტიტული. სენეგალის ნაკრებს არ ჩაუთვალეს გოლი, მერე პენალტი დაინიშნა მაროკოელთა სასარგებლოდ, რამაც სენეგალელები უკიდურესად გააბრაზა.

მათ მოედანიც კი დატოვეს პროტესტის ნიშნად და თამაში კარგა ხანს შეჩერებული იყო. ბოლოს და ბოლოს, სენეგალის ნაკრები დაბრუნდა მოედანზე და ბრაჰიმ დიასმა შეასრულა პენალტი… მაგრამ ამასაც თუ შესრულება ერქვა – ძალიან ცუდი “პანენკა”.

საბოლოოდ თამაში დამატებით დროში გადავიდა. 94-ე წუთზე, “ვილიარეალის” ნახევარმცველმა პაპე გეიემ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან “ცხრიანში” მოარტყა ბურთი და სენეგალის ნაკრები წინ გავიდა.

მაროკოს ნაკრები ქომაგების მხარდაჭერით ეკვეთა მეტოქეს, მომენტებიც შექმნა, მაგრამ გამარჯვება მაინც სენეგალელებს დარჩათ. ალბათ, ეს იყო ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება…

სენეგალი – მაროკო 1:0, დდ

გოლი: 1:0  პ. გეიე (94)

სენეგალი (4-3-3): ე. მენდი – ა. მენდი (77. სეკი), სარი, ნიახატე, დიუფი (106. ჯაკობსი) – კამარა (77. ი. სარი), ი. გეიე, პ. გეიე – ი. ნდიაიე (77. მბაიე), ჯექსონი (90. ს. ნდიაიე), მანე

მაროკო (4-3-3): ბონო – ჰაკიმი, აგუარდი, მასინა (89. ელ იამიქი), მაზრაუი (99. იგამანე) – ელ ხანუსი (80. ტარგალინი), ელ აინაუი, საიბარი (90. სალაჰ-ედინი) – ბრაჰიმ დიასი (90. აკომაჩი), ელ კააბი (80. ენ ნესირი), ეზალზული