“დრაკონის კანონების კრებულს გამარჯვებულები არ იღებენ” – ნიკა გვარამია

როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვნოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი. ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რითი განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.
პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს – სუსის 2 წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს – დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ.
ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!