დორტმუნდის ცენტრსა და ქალაქის პარკში საჯარო ფანზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩის წინ. მიზეზია მოსალოდნელი უამინდობა, კერძოდ, ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ დორტმუნდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის გამო, საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწვეტილება მიიღეს ასევე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმა.
დორტმუნდის მუნიციპალიტეტი, მატჩზე დასასწრები ბილეთების არმქონე ქომაგებს, შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
თურქეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.